დაგვირეკეთ
მთავარი/შეკეთება
ხელოსანი ლანჩხუთში

რა შეკეთებებს ვასრულებთ

მცირე ელექტრონიკის, კვების ბლოკების, რესივერებისა და პლატების დიაგნოსტიკა და შეკეთება. სანამ ნივთს წამოიღებთ, უბრალოდ დარეკეთ - წინასწარ გეტყვით ღირს თუ არა შეკეთება.

არ იცით, ღირს თუ არა მოტანა?

დარეკეთ პირდაპირ ნომერზე. მოკლე სატელეფონო კონსულტაცია უფასოა.

დაგვირეკეთ 591 62 69 72

რესივერები

არ ირთვება, ითიშება, სიგნალის ან კვების პრობლემა და სხვა გავრცელებული გაუმართაობები.

სამუშაო სპეციფიკა:ვიღებთ ციფრულ (DVB-T2), სატელიტურ და საკაბელო რესივერებს. ხშირად პრობლემა კვების ბლოკის ან დედაპლატის ელექტრონულ კომპონენტებშია, რაც ექვემდებარება აღდგენას.

გავრცელებული სიმპტომები:

  • რესივერი საერთოდ აღარ ირთვება (ინდიკატორი არ ინთება)
  • წითელი ნათურა ციმციმებს ან ინთება, მაგრამ გამოსახულება არ გადადის
  • ჩართვის შემდეგ მალევე თავისით ითიშება ან გადაიტვირთება
  • არ იჭერს არხებს (სიგნალის მიმღები ბლოკის ან კვების გაუმართაობა)
  • ეკრანი ჭედავს ან გამოსახულება კუბიკებად იშლება
  • დენის ვარდნის ან ჭექა-ქუხილის შემდეგ გაითიშა
სატელეფონო დაზუსტება

მოკლედ გვითხარით რა ემართება მოწყობილობას.

პულტები

ღილაკების, კონტაქტის, ინფრაწითელი დიოდის და სხვა გავრცელებული პრობლემები.

სამუშაო სპეციფიკა:ტელევიზორის, რესივერის, კონდიციონერის და სხვა ტექნიკის პულტების დიაგნოსტიკა და აღდგენა. თუ აღდგენა არ ღირს, შეიძლება შესაბამისი შემცვლელი უნივერსალური პულტიც შეგირჩიოთ. მარაგი წინასწარ გადაამოწმეთ.

გავრცელებული სიმპტომები:

  • ცალკეული ღილაკები (ჩართვა, ხმა, არხები) აღარ მუშაობს ან ძლიერად დაჭერა სჭირდება
  • პულტი საერთოდ არ რეაგირებს ელემენტების გამოცვლის შემდეგაც
  • ელემენტის ბუდის კონტაქტები დაჟანგულია ან სითხეა ჩასული
  • დავარდნის შემდეგ შეწყვიტა მუშაობა
სატელეფონო დაზუსტება

მოკლედ გვითხარით რა ემართება მოწყობილობას.

Wi-Fi მოწყობილობები

როუტერები, მოდემები, კვების და სხვა ელექტრონული პრობლემები.

სამუშაო სპეციფიკა:ხშირ შემთხვევაში როუტერის გათიშვის მიზეზი კვების ადაპტერის ან შიდა კვების წრედის მწყობრიდან გამოსვლაა. ვამოწმებთ როგორც თვითონ როუტერს, ისე მის კვების ბლოკს.

გავრცელებული სიმპტომები:

  • როუტერი არ ირთვება ან მხოლოდ ერთი ნათურა ანათებს მკრთალად
  • ყველა ინდიკატორი ერთად ციმციმებს და სისტემა არ იტვირთება
  • დენის ვარდნის ან ჭექა-ქუხილის შემდეგ შეწყვიტა მუშაობა
  • კვების ბუდე მორყეულია ან კონტაქტი იკარგება
სატელეფონო დაზუსტება

მოკლედ გვითხარით რა ემართება მოწყობილობას.

კვების ბლოკები და ადაპტერები

დიაგნოსტიკა და შეკეთება შესაძლებლობის შემთხვევაში.

სამუშაო სპეციფიკა:ვამოწმებთ 12V, 5V, 9V, 24V და არასტანდარტულ ადაპტერებს. საჭიროების შემთხვევაში ვცვლით კონდენსატორებს, კაბელებს ან ვარჩევთ ალტერნატიულ მზა ბლოკს.

გავრცელებული სიმპტომები:

  • ადაპტერი არ იძლევა გამომავალ ძაბვას (მოწყობილობა არ ირთვება)
  • კაბელი გაწყვეტილია ან თავთანაა გადატეხილი
  • კვების ბლოკი გამოსცემს წუილის ან წკაპუნის ხმას
  • დატვირთვის ქვეშ ძაბვა ვარდება და მოწყობილობა ითიშება
სატელეფონო დაზუსტება

მოკლედ გვითხარით რა ემართება მოწყობილობას.

ტელევიზორები

შერჩევითი სამუშაოები

ზოგიერთი ტიპის დაზიანება. წინასწარ აუცილებლად მოგვწერეთ მოდელი და პრობლემა.

სამუშაო სპეციფიკა:მნიშვნელოვანია: გატეხილ, დაბზარულ ან ზოლებიან მატრიცებს (ეკრანის პანელებს) არ ვცვლით. ვაკეთებთ ელექტრონულ ნაწილს: კვების ბლოკებს, პლატებს, კონდენსატორებსა და განათებას. სანამ ტელევიზორს წამოიღებთ, აუცილებლად დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ მოდელი.

გავრცელებული სიმპტომები:

  • ხმა ისმის, მაგრამ ეკრანი ბნელია (განათების/ლედების პრობლემა)
  • არ ირთვება, ინდიკატორი მხოლოდ ციმციმებს
  • დენის ვარდნის შემდეგ საერთოდ არ იღებს კვებას
  • კვების ბლოკის ან დედაპლატის ელექტრონული დაზიანება
სატელეფონო დაზუსტება

მოკლედ გვითხარით რა ემართება მოწყობილობას.

მიკროტალღური ღუმელები

შერჩევითი სამუშაოები

გარკვეული ტიპის დაზიანებებზე: მართვის პლატა, კვება, დაუკრავები.

სამუშაო სპეციფიკა:ვიღებთ მხოლოდ გარკვეულ ელექტრონულ დაზიანებებზე (მართვის პლატა, კვების წრედი, მცველები). სრულ კორპუსულ/მექანიკურ ან მაგნეტრონის რთულ აღდგენას ყოველთვის არ ვასრულებთ. წინასწარი კონსულტაცია აუცილებელია.

გავრცელებული სიმპტომები:

  • დისპლეი არ ანათებს და საერთოდ არ რეაგირებს ღილაკებზე
  • ღილაკების პანელიდან ბრძანება არ შედის მართვის პლატაში
  • ჩართვისას წვავს დაუკრავს (მცველს)
  • მართვის ელექტრონული ბლოკის გაუმართაობა
სატელეფონო დაზუსტება

მოკლედ გვითხარით რა ემართება მოწყობილობას.

სხვა მცირე ელექტრონიკა

იკითხეთ თამამად

თუ თქვენი მოწყობილობა სიაში არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ შევაკეთებთ.

სამუშაო სპეციფიკა:არ შეგერიდოთ კითხვა - წინასწარი სატელეფონო კონსულტაცია სრულიად უფასოა. დარეკეთ 591 62 69 72 და გეტყვით ღირს თუ არა შემოწმება.

გავრცელებული სიმპტომები:

  • მცირე საყოფაცხოვრებო ელექტრონული ხელსაწყოები
  • აუდიო გამაძლიერებლები, დინამიკები, რადიომიმღებები
  • დამტენები, აკუმულატორული მოწყობილობების ელექტრონული ნაწილი
  • ელექტრონული პლატები და კომპონენტები
სატელეფონო დაზუსტება

მოკლედ გვითხარით რა ემართება მოწყობილობას.

მხოლოდ ლანჩხუთი და ლანჩხუთის სოფლები

მომსახურება მოიცავს მხოლოდ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს. ადგილზე გასვლა ხდება მხოლოდ საჭიროებისას (მაგ. ანტენის მონტაჟი ან გასწორება).